თეგებით ძიება
22. 12. 2021 COVID - 19

1 246 თბილისი, 437 იმერეთი - კოვიდინფიცირების გავრცელების არეალი რეგიონებში

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 45 153 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 2 739 ახალი შემთხვევა.

ქვეყანაში კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 916 477-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 22 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.07%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 6.58%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 6.19%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 072 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 869 411.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 52 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 13 221 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 739 ახალი შემთხვევიდან რეგიონების მიხედვით განაწილება ასე გამოიყურება:

⭕ თბილისი - 1 246

⭕ აჭარა - 204

⭕ იმერეთი - 437

⭕ ქვემო ქართლი - 120

⭕ შიდა ქართლი - 174

⭕ გურია - 99

⭕ სამეგრელო-ზემო სვანეთი - 184

⭕ კახეთი - 147

⭕ მცხეთა-მთიანეთი - 66

⭕ სამცხე-ჯავახეთი - 50

⭕ რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 12

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 33 819 საიდანაც: 5 488 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 237, აჭარაში - 544, იმერეთში - 1 105.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 350 პირი, მათ შორის, თბილისში - 555, აჭარაში - 129, იმერეთში - 398. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 313 პირი, მათგან თბილისში - 169, აჭარაში - 33, იმერეთში - 35. 1 001 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ სასტუმროებში, მათ შორის 629 - თბილისში, 247- აჭარაში. 27 330 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 34 430 ადამიანი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა