აზარტული თამაშების რეკლამირების შესახებ კანონი არის ის სატყუარა, საკბილო, რომელიც საქართველოს მთავრობამ გადაუგდო მოსახლეობას - ჰერმან საბო
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”გირჩი” წევრის, ჰერმან საბოს თქმით, აზარტულ თამაშებზე განხორციელებული რეგულაციებით, მმართველმა გუნდმა ჯერ სატყუარა გადაუგდო მოსახლეობას და შემდეგ შეზღუდა ზრდასრული ადამიანის უფლებები, თავად მიიღონ გადაწყვეტილება, ითამაშებენ თუ არა.
"აზარტული თამაშების შესახებ რეკლამის შესახებ კანონი არის ის სატყუარა, ის საკბილო, რომელიც საქართველოს მთავრობამ გადაუგდო მოსახლეობას იმის საჩვენებლად, რომ როგორი მზრუნველი და მომუშავე მთავრობა ჰყავს მოსახლეობას. ამ კანონს დიდი შინაარსი არ აქვს გარდა იმისა, რომ მთავრობა ამ კანონით ძალიან უხეშად ერევა ზრდასრული ადამიანების უფლებაში, რომ თვითონ განსაზღვრონ როგორ განიტვირთონ,"-ამბობს ჰერმან საბო.