მართლმადიდებელი ეკლესიის უხუცესი დეკანოზი კორონავირუსით გარდაიცვალა
სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის უხუცესი დეკანოზი, თბილისის წმიდა დიდმოწამე ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი ელგუჯა ლოსაბერიძე კორონავირუსის გართულების შედეგად გარდაიცვალა.
დეკანოზი 1972 წლიდან იყო ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის მღვდელმსახური.
ასევე 1980 წელს დადგინდა თბილისის წმიდა დიდმოწამე ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვრად.