თეგებით ძიება
22. 12. 2021 COVID - 19

"24 "ომიკრონი" ოფიციალურად დაფიქსირდა და სინამდვილეში ეს ციფრი სავარაუდოდ 100-ზე მეტია" - გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ "24 "ომიკრონი" ოფიციალურად დაფიქსირდა და სინამდვილეში ეს ციფრი სავარაუდოდ 100-ზე მეტია".

"გაფრთხილებდით, ვინ მომისმინა!
ომიკრონის 24 შემთხვევა ოფიციალურად დაფიქსირდა, სინამდვილეში კი ეს ციფრი დღეს, სავარაუდოდ, 100-ზე მეტია!
ქვეყანა მოუმზადებელია!
გავრცელება საქართველოში იქნება, სავარაუდოდ, ყველაზე პესიმისტური სცენარით ანუ არსებული ინფექციის ყოველდღიურად 3-ჯერ გამრავლება. ერთი კვირის პროგნოზი სამი სხვადასხვა სცენარის შემთხვევაში (არსებული ინფექციის ყოველდღიური გამრავლება):
პესიმისტური (x3): 24 - 72- 216- 648- 1944- 5832- 17496 ინფიცირებული…
საშუალო (x2): 24- 48- 96- 192- 384- 768- 1536 ინფიცირებული…
ოპტიმისტური (x1.5): 24- 36- 54- 81- 122- 182- 365 ინფიცირებული…
რა ვქნათ:
არსებული ჯანდაცვის მენეჯმენტი (მინისტრი) არ უნდა შეიცვალოს მინიმუმ 3-4 თვე და თუ შეიცვლება, უნდა იყოს მაღალი დონის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტებით დაკომპლქტებული (ჩემს ჩამოყვანას ვერავინ გაბედავს).
ბუსტერ დოზების პერიოდი ყველა ვაქცინირებულისთვის დაიწიოს 3 თვემდე ( მე-3 დოზა 3 თვეში მე-2 დოზიდან)
მასიური საინფორმაციო კამპანია ყველასთან და ამ კომპანიის მიზანი უნდა იყოს:
სამედიცინო პირბადე
დისტანცია
შენობების განიავება
ბუსტერ დოზები (ამჟამად მე-3 დოზა და ახალი წლის მერე სავარაუდოდ, 3-4 თვეში მე-4 დოზა მხოლოდ ფაიზერით ან მოდერნათი)
არაპოლიტიზირება ამ საკითხის
საწოლფონდის მობილიზება იანვრის შუა რიცხვებისთვის (სავარაუდოდ, 2022 წლის 15-20 იანვრისთვის იქნება პირველი დარტყმა ჰოსპიტალურ სექტორზე და სიკვდილიანობა, სავარაუდოდ, 2-3 კვირაში გაიზრდება)
ჟანგბადის მომარაგება (იანვარ-თებერვლისთვის)
ფაიზერთან და მოდერნასთან აქტიური მოლაპარაკებები (ასევე ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთან)
დღეს მთლიანად ფაიზერზე გადასვლა პირველი, მე-2 და მე-3 დოზები.
ქვეყანაში სხვა ვაქცინების შეჩერება (სინოვაკი/სინოფარმი/ასტრაზენეკა).
კოვიდპასპორტიდან უნდა გადავიდეთ ვაქცინაციის საბუთზე! ეს ნიშნავს - პირველი, მე-2 და მე-3 დოზები და ახალი წლიდან მე-4 დოზები.
რაც შეეხება მოგზაურობას, სამწუხაროდ, თვითმფრინავში ომიკრონით დაინფიცირების ორჯერ უფრო დიდი შანსია, ისევე, როგორც ყველა სხვა დახურილ სივრცეში!
ჯანმრთელობას გისურვებთ", - წერს ფხაკაძე.



თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა