ღამის კლუბები ჯერ ისევ არ იხსნება
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ საკოორდინაციო საბჭომ კლუბების გახსნის გადაწყვეტილება არ მიიღო.
"საქართველოში უკვე დაფიქსირდა ომიკრონის შტამი და კიდევ მიმდინარეობს კვლევა რამდენიმე შემთხვევაზე და პოტენციალი იმისა, რომ ჩვენთანაც ამ ვირუსის გავრცელება მოხდეს, ცხადია, მაღალია.
შესაბამისად, კლუბებთან მიმართებაში, ანუ ლიბერალიზაცია ამ მიმართულებით დღეს არ არის, არ მიგვიღია გადაწყვეტილება კლუბების გახსნასთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ ტენდენცია რომ ვნახოთ მთელ მსოფლიოში, სადაც დაშვებული იყო საქმიანობა, იქაც შეზღუდვები მოქმედებს," - აცხადებს გიორგი ღიბრაძე.