თეგებით ძიება

მიხეილ სააკაშვილმა დაბადების დღეზე მისულ სტუმრებს შიმშილობა დააწყებინა - არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, არჩილ თალაკვაძის თქმით, წარმოუდგენელია, რომ ქვეყანაში ვინმემ შიმშილობით მართლმსაჯულებას თავი დააღწიოს.

„აშკარაა, რომ რუსული სპეცსამსახურების თანამშრომელი თემურ ალასანია საქართველოში კონკრეტული დავალებით, კონკრეტული ინსტრუქციით ჩამოვიდა და პარტიულ ტელევიზიებს დაემუქრა, რომ დაფინანსებას შეუწყვეტდა, თუ უფრო რადიკალურ მოქმედებებზე არ გადავიდოდნენ. მან იგივე ინსტრუქცია ჩამოიტანა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების მიმართ და სავარაუდოდ, სწორედ ამის შედეგია, რომ ალასანიას საქართველოდან წასვლის მეორე დღესვე დაიწყო შიმშილობა, რასაც ისინი შიმშილობას ეძახიან, სინამდვილეში, სააკაშვილმა დაბადების დღეზე მისულ სტუმრებს შიმშილობა დააწყებინა, რაც არის არა ლიდერობა, არამედ ეგოიზმი, როცა შენ ჰოსპიტალში ხარ, საუკეთესო სამედიცინო მომსახურებას იღებ და შენ მიმართ ყველა პირობა უზრუნველყოფილია, ხოლო ზამთარში, პანდემიის პერიოდში, საკუთარ მხარდამჭერებს შიმშილობისკენ მოუწოდებ, ეს არის ეგოიზმი და არა ლიდერობა.

დაბადების დღეზე მისულ სტუმრებს რომ შიმშილობას დააწყებინებ, ალბათ, ყველამ ვიცით, ეს რას ნიშნავს. რაც შეეხება შიმშილობის მოთხოვნას, წარმოუდგენელია, რომ ქვეყანაში ვინმემ ამ ფორმით მართლმსაჯულებას თავი დააღწიოს“, - განაცხადა თალაკვაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა