თეგებით ძიება

„არავის გაატანოთ პირადობის მოწმობა, არავის აჩვენოთ ბიულეტენი აპარატში მოთავსებამდე. არც ფოტო გადაუღოთ“ - ნათია მეზვრიშვილი

ყველანაირი გაყალბების გადაზღვევის ერთადერთი გზაა, არჩევნებზე მისვლა! - პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს:

ტყუილია, რომ ვინმე იგებს ვის მიეცით ხმა;

❌ ტყუილია, რომ ვინმე იგებს რომელ საათზე წუთზე და წამზე მიეცით ხმა;

❗️როცა გინდათ, მაშინ მიდით საარჩევნო უბანზე;

❗️არავის გაატანოთ პირადობის მოწმობა;

❗️არავის აჩვენოთ ბიულეტენი აპარატში მოთავსებამდე. არც ფოტო გადაუღოთ.

ყველა რეგიონიდან მოდის ცნობები რომ:

▪️საჯარო მოხელეებს ოჯახებიანად უბნებზე იბარებენ კონკრეტულ დროს (მაგ.: 12 საათამდე). ატყუებენ, რომ თითქოს გამოცხადების დროის მიხედვით არკვევენ ვის მისცეს ხმა;

▪️ოპოზიციურ ამომრჩევლებს ართმევენ პირადობის მოწმობებს (ზოგს ფულის სანაცვლოდ, ზოგს მუქარით). ეს ხალხი არჩევნებზე ვეღარ მიდის, მათი პირადობით კი ხმას აძლევს სხვა. კარუსელის ახალი მეთოდია.

❗️ყველანაირი გაყალბების გადაზღვევის ერთადერთი გზაა, არჩევნებზე მისვლა! - წერს მეზვრიშვილი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა