თეგებით ძიება

ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ რუსული მენტალობა, რუსეთის მსახური ხელისუფლება - "ქართული ოცნება" დავამთავროთ ამ ქვეყანაში - მამუკა ხაზარაძე

ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ რუსული მენტალობა, რუსეთის მსახური ხელისუფლება - "ქართული ოცნება" - დავამთავროთ ამ ქვეყანაში და დავიწყოთ ძლიერი საქართველოს მშენებლობა - ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.

ხაზარაძემ მოლოდინებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მოლოდინი არის მხოლოდ ერთი- “გამარჯვებისა და ქვეყნის ევროპული კურისკენ დაყენების.“

მოლოდინი არის, მხოლიდ და მხოლოდ, ერთი - გამარჯვებისა და ქვეყნის ევროპული კურისკენ დაყენების. ევროპული გზა არის ეროვნული არჩევანი, ეს უნდა გაიგოს ყველამ. ეს არის დიდი რეფერენდუმი, ქვეყნისთვის ახალი შესაძლებლობა, გზა, სადაც იქნება მშვიდობა, კარგი განათლება, მაღალი პენსიები და, უმთავრესი, ვიქნებით დაცული დემოკრატიულ, თავისუფალ სამყაროსთან ერთად. ამიტომ, განწყობა ფანტასტიკურია. 

თქვენ ხედავთ, ჩემს უკან არიან შეკრებილნი, ჩვენი, მხარდამჭერები, კოალიციის წევრები. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ რუსული მენტალობა, რუსეთის მსახური ხელისუფლება - "ქართული ოცნება" - დავამთავროთ ამ ქვეყანაში და დავიწყოთ ძლიერი საქართველოს მშენებლობა“, - განაცხადა ხაზარაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა