თეგებით ძიება

მიხეილ სააკაშვილს სატელეფონო ზარების უფლება ისევ არ მიეცა

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს სატელეფონო ზარების განხორციელების უფლება კვლავ არ მიეცა.

სააკაშვილის ადვოკატებმა კიდევ ერთხელ დააყენეს ყოფილი პრეზიდენტისთვის სატელეფონო ზარების განხორციელების უფლების დართვასთან დაკავშირებით შუამდგომლობა.

დაცვის მხარის განცხადებით, ყოფილ პრეზიდენტს უკანონოდ შეზღუდული უფლება უნდა აღუდგეს, შუამდგომლობას ბრალდების მხარე არ დაეთანხმა და აღნიშნა, რომ ეს მოთხოვნა სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია.

მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ნინო ჩახნაშვილის განმარტებით, პატიმრობის კოდექსის მიხედვით, ეს საკითხი მისი განსჯადი არ არის.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა