თეგებით ძიება

"ახლა მოგინდა შიმშილობა შე შობელ@აღლო-ო?!"- ვის მიმართავს ნუგზარ სულაშვილი

საფრანგეთში მოღვაწე "AFG"- ის გენერალური ასამბლეის აღმასრულებელი დირექტორი ნუგზარ სულაშვილი, ნიკა მელიას მიერ, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით დაწყებული მასობრივი შიმშილობის აქციას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

"1988 წლის 16 ნოემბერს, მამაჩემი უშიშროების სამინისტროში დაიბარეს და კატეგორიულად გააფრთხილეს: ან შენი ვაჟბატონი დაასრულებს, გამსახურდია კოსტავას ექსტრემისტულ დაჯგუფებასთან ურთიერობას, ან ჩვენ დავასრულებთ მის სამომავლო კარიერას და ცხოვრებას სამუდამოდო…

შანსი არ არის მეთქი გამოვუცხადე მამაჩემს…
ჰოდა, თუ შანსი არ არის მაშინ წადი ბატონო, გამსახურდიამ და კოსტავამ გარჩინონო. აღარც ბინის ქირას გადაგიხდი და არც კვების ფულს არ მოგცემ. ჩაცმა-დახურვაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტიაო…
კაი მამაჩემო მეთქი, ვუთხარი და გამოვიხურე სახლის კარი…

3 მანეთი და 50 კაპიკი მეზობლისგან ვისესხე. სტუდ-ბილეთით მანეთი და 25 კაპიკი მატარებლის ბილეთში გადავიხადე და მორჩენილი ხურდით კილკა, კვერცხი და ბუხანკა ვიყიდე…
სტიპენდიამდე ჯერ კიდევ მთელი 10 დღე მქონდა წინ…
21 ნოემბერს დარეტიანებული მივედი შეხვედრაზე…
გიამ მკითხა (ჭანტურიამ) რა გჭირს, ფერი არ გადევს სახეზეო. ავუხსენი, ასეა, ისეა და 4 დღეა ვშიმშილობ მეთქი… ოჰ გიშველა ღმერთმა, ხვალიდან ერთად ვიშიმშილებთ-ო…
(მაინც შევეცოდე და იმ საღამოს რესტორან აფხაზეთში დამპატიჟა)

22 ნოემბერს მთავრობის სახლის წინ საკუთარი საბნით გამოვცხადდი. სახლი მე აღარ მქონდა და სასმელ საჭმელი, უკეთეს ადგილს სად ვიპოვნიდი?
შიმშილობიდან მე-5 დღეს ჩამომაკითხა მამაჩემმა.
რას აკეთებ აქო?
როგორ თუ რას ვაკეთებ, ხომ მითხარი წადი და გამსახურდია კოსტავამ გარჩინონო? ჰოდა წამოვედი მეთქი…
ბიჯო, ჩემი სარჩენი რომ იყავი, 7 მანეთიან გარგარს მიწუნებდი და არა ცეცხლავდი, ამათი სარჩენი რომ გახდი, ახლა მოგინდა შიმშილობა შე შობელძაღლო-ო?!

P.S. ეს იყო ჩემი პირველი შიმშლობა, რომელსაც სულ მალე მოჰყვა დაპატიმრება და ასათიანის ფსიქიატრიულში გადაყვანა, სადაც 11 დღე ვიშიმშილე პროტესტის ნიშნად და ბოლოს 9 აპრილი…

გამაგრდით ბიჭებო! ყველაფერი კარგად იქნება!!!" - წერს ნუგზარ სულაშვილი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, რუსთაველის გამზირზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერი აქცია გაიმართა, სადაც "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ნიკა მელიამ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით საკუთარ თანაპარტიელებთან ერთად შიმშილობა დაიწყო. აქციაში სულ 300-ზე მეტი ადამიანია ჩართული.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა