თეგებით ძიება

რასაც ვხედავთ, შიმშილობის აქცია სააკაშვილის მოთხოვნით არის წამოწყებული - თეა წულუკიანი

კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ წამოწყებული შიმშილობის აქცია საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოთხოვნით არის წამოწყებული.

„საკუთარი ინტერესიდან გამომდინარე, არ ერიდება უკვე სხვა ადამიანების ჯანმრთელობის დაზიანებას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ასევე ამ ადამიანების იძულებას, რომ იცხოვრონ ილუზიასა და ვირტუალურ რეალობაში; მაგრამ არანაირი ამ ტიპის პროტესტი არ არის პერსპექტიული.

ახალი წელი მოდის და რა თქმა უნდა, სააკაშვილისგან განსხვავებით, მე ვისურვებდი, რომ ყველა ეს ადამიანი საკუთარ ოჯახში შეხვდეს ახალ წელს, არა შიმშილის პირობებში, შენობაში ან მით უარესი, ცივ ქუჩაში. მაგრამ ეს არის მისი სტილი, მისთვის მხოლოდ საკუთარი თავია მნიშვნელოვანი, ის ყველაფერს აკეთებს ალბათ იმისთვის, რომ როგორღაც მიაღწიოს თავისუფლებას, რაც ასევე არის უპერსპექტივო, რადგანაც სასჯელი, რომელიც მას თავად დამოუკიდებელმა მოსამართლემ მიუსაჯა, ასეთია კანონი, არის მოსახდელი“, – განაცხადა წულუკიანმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა