თეგებით ძიება

„ქართულმა ოცნებამ“ ძალიან ბევრი გააკეთა, იმისთვის რომ ჯანდაცვა უკეთესად მომზადებული დახვედროდა კოვიდ პანდემიას - თამარ ტალიაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამარ ტალიაშვილი აცხადებს, რომ საპარლამენტო უმრავლესობა კოვიდისგან იზოლირებულ გარემოდ, მოჰყავთ სტატისტიკა - თითქოს უცხო ციფრები არის ჩვენთვის.

მისი თქმით, ისეთი რეალობის წარმოჩენა, თითქოს უმრავლესობა არის სხვა პოზიციაზე და დანარჩენი საზოგადოება სხვაზე - მცდარია:

„ვიტყვი იმას, რასაც სხვა შემთხვევაში არ ვიტყოდი, მაგალითად, გუშინ ჩვენმა კოლეგამ დაკრძალა თავისი ოჯახის ძალიან ახლო წევრი, რომელიც კოვიდს ემსხვერპლა. არ არის ჩვენთან არავინ, ვისაც არ შეეხო კოვიდით გამოწვეული ძალიან მძიმე ტკივილი. მოსახლეობის სეგრეგირება, რომ ვიღაცას ეხება კოვიდი და ვიღაცას არ ეხება, ეს აბსოლუტურად საფუძველს მოკლებული ნარატივია.

მეორე, რაც მინდა ვთქვა არის ის, რომ ჩვენ უნდა შევაფასოთ რეალურად ის ჯანდაცვა, რომელიც დღემდე მოვიტანეთ. მაგალითად, ყველასთვის ცხადია, რომ ქრონიკულად დაავადებულ ადამიანთა შორის არის ყველაზე მაღალი სიკვდილიანობა.

2012 წლამდე, იცით C ჰეპატიტის გავრცელების დონე, არ ფინანსდებოდა გულ-სისხლძარღვთა ოპერაციები და ა.შ. მაგალითად 50 000-ზე მეტი ადამიანი 2012 წლის მერე განიკურნა C ჰეპატიტისგან, დაფინანსდა ოპერაციები.
საყოველთაო ჯანდაცვის სისტემა გამორჩეულია, რადგან შესაძლებელი გახდა, რომ ადამიანები მისულიყვნენ ექიმებთან და ჩაეტარებინათ სამედიცინო კვლევა.

თქვენ ძალიან კარგად იცით სტატისტიკა, რომ 2012 წლამდე ძალიან მცირე ნაწილი იყო საერთოდ ექიმთან კონსულტაციაზეც კი ნამყოფი, მაშინ როდესაც საყოველთაო ჯანდაცვის სისტემის ამოქმედებიდან რამდენიმე წელიწადში საზოგადოების 90%-ზე მეტი უკვე სარგებლობდა ექიმის კონსულტაციით, ამით ამოქმედდა ავადობის პრევენციის დიდი მექანიზმი.

სიღრმეებში არ შევალ, მაგრამ იცით თქვენ, რომ სოფლად ექიმების შეყვანის სისტემა, რეგიონალური კლინიკების სისტემა სწორედ საყოველთაო ჯანდაცვამ შემოიღო. ეს ყველაფერი იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ მომზადებული დავხვედროდით კოვიდ პანდემიას.

რა თქმა უნდა, დღევანდელი რეალობა ძალიან მძიმეა, მძიმეა, ასევე, მსოფლიოში, არ ვსაუბრობ იმაზე, რომ შეცდომები არ ყოფილა, ან მეტი არ არის გასაკეთებელი, თუმცა ისეთი რეალობის წარმოჩენა, რომ თითქოს უმრავლესობა არის სხვა პოზიციაზე და დანარჩენი საზოგადოება სხვა - მცდარია.

ჩვენ ერთად ვართ, ერთად ვუმკლავდებით ამ მდგომარეობას და სწორედ „ქართულმა ოცნებამ“ ძალიან ბევრი გააკეთა, იმისთვის რომ ჯანდაცვა უკეთესად მომზადებული დახვედროდა კოვიდ პანდემიას“, - აღნიშნა ტალიაშვილმა.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა