“არის ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსი, ვერ ესწრება “ომიკრონის” სპეციფიური ვაქცინის შექმნა" - ბიძინა კულუმბეგოვი
ალერგოლოგ-იმუოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა “პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ განაცხადა, რომ ბუსტერული დოზები აძლიერებს ვაქცინების ეფექტურობას, რაც დამაიმედებელ მოლოდინს ქმნის.
“ერთი რამ ჩანს, რომ თუ ვირუსი მიიღებს ენდემურ ხასიათს და ამის დიდი მოლოდინი არსებობს, თუნდაც 2022 წლის შემდგომ, ალბათ იქნება ვარიანტი, სპეციფიკური ვაქცინები – როგორც ყოველწლიურად გრიპის ვაქცინები გვაქვს, რომელის გაკეთებაც მნიშვნელოვანი იქნება მოწვყლადი და რისკის ადამიანებისთვის. დღეს, რასაც ვხედავთ არის ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსი, ვერ ესწრება ახალი ვარიანტის სპეციფიური ვაქცინის შექმნა, ვინაიდან, მას მინიმუმ სამი თვე მაინც სჭირდება და ცოტა მეტიც, ძირითადი კომპანიები ამას მარტის თვისთვის აანონსებენ. ამიტომ, რაც შეიძლება მეტი ადამიანის სიცოცხლე რომ გადავარჩინოთ, აქ უკვე არის “ბუსტერული“ დოზის მნიშვნელობა. ვიცით, რომ ბუსტერი 75 პროცენტამდე ეფექტურობას და მძიმე დაავადებისგან დაცვას აძლიერებს. 23 დეკემბერს ჩანიშნულია იმუნიზაციის საბჭოს სხდომა. ალბათ, ჩვენ ვიმსჯელებთ “ბუსტერის“ ინტერვალების შემცირების საკითხზე. ისრაელმა მიიღო გადაწყვეტილება მეორე და მესამეს შორის სამთვიანი ვადა იყოს, მიიღო ბრიტანეთმაც. ალბათ, მე ინდივიდუალურად, როგორც ერთი ექიმი ამ შემთხვევაში მხარს ვუჭერ რომ შემცირდეს ინტერვალი, რათა მესამე დოზის დამატების საშუალება ბევრ ადამიანს მიეცეს, 35%-დან 55%-მდე ეფექტურობა გავზარდოთ და ამ ადამიანებს მაინც დავუტოვოთ შანსი, რომ მაღალი დაცვა ჰქონდეთ“, – განაცხადა კულუმბეგოვმა.