თეგებით ძიება

საზარელი მკვლელობა ვარკეთილში - 23 წლის ორსული ქალის ცხედარი სახლში გადაასვენეს

სასტიკი მკვლელობის მხვერპლი, 23 წლის ქეთა კეპულაძის ცხედარი პროზექტურიდან წყალტუბოს რაიონის სოფელ ოფშკვითში, საკუთარ სახლში გადაასვენეს. ახალგაზრდა ქალის მკვლელობის მიზეზი სავარაუდოდ ფინანსური პრობლემების გამო დაწყებული დავა გახდა. მოკლულის ოჯახი დამნაშავის კანონის სრული სიმკაცრით დასჯას ითხოვს.

ტრაგედიას წინ ცოლ-ქმარს შორის კონფლიქტი უძღვოდა, რის შემდეგაც ქმარმა ორსულ ცოლს სამზარეულოს დანით ყელი ერთი წლის შვილის თანდასწრებით გამოჭრა.

საზარელი მკვლელობა ვარკეთილის მესამე მიკრორაიონში გუშინ ღამე მოხდა. არსებული ინფორმაციით, 23 წლის გოგა გზირიშვილმა ხუთი თვის ორსული მეუღლე, 22 წლის ქეთა კეპულაძე, ერთი წლის შვილის თანდასწრებით მოკლა. მან მეუღლეს სამზარეულოს დანით ყელი გამოჭრა. გზირიშვილი პოლიციამ მალევე დააკავა. მოკლულის ქმარი ბრალს აღიარებს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა