თეგებით ძიება

"ტყვე არის ნიკა მელია, რომელმაც ზუსტად იცის, რომ პარტიის თავმჯდომარის პოსტზე დღეები დათვლილი აქვს" - ირაკლი ზარქუა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ „ქრონიკაში" სალომე ზურაბიშვილის ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა, რომ პრეზიდენტის ინიციატივა ძალიან საინტერესო და კეთილშობილურია..

„თუმცა, ჩემთვის გაუგებარია რადიკალური ოპოზიციის ერთის მხრიდან შეძახილები - „რა თქმა უნდა შერიგება და ამას ალტერნატივა არ აქვს" და შემდეგ ობსტრუქციას აწყობენ, ხან მიტინგს აწყობენ ბელადის დაკვეთით, ხან პრეზიდენტს ზურაბიშვილს აგინებენ. ახლა საერთოდ პროსპექტზე გაწვნენ. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ რადიკალური ოპოზიცია აგონიაშია და მილევად რეჟიმში არიან გადასული. ზუსტად ვიცი, რომ ამ მოცემულობაში ტყვე არის ნიკა მელია, რომელმაც ზუსტად იცის, რომ პარტიის თავმჯდომარის პოსტზე დღეები დათვლილი აქვს. ის სცენარი, რაც ჰქონდათ წყალში ჩაუვარდათ და ახლა მოიფიქრეს ახალი მიმდინარეობა - საყოველთაო შიმშილობა", - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

16 დეკმებერს, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს ორბელიანების სასახლეში უმასპინძლა, რა დროსაც პრეზიდენტი ეროვნული თანხმობის პროცესის დაწყების ინიციატივით გამოვიდა.

„ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტებმა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მასობრივი შიმშილობა დაიწყეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა