თეგებით ძიება

"მე, როგორც ოლიგარქიული სისტემის მსხვერპლი საქართველოში, ვუსურვებ პრეზიდენტს გამძლეობას" - სააკაშვილი ზელენსკის მიმართავს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში კიდევ ერთ წერილს აქვეყნებს, სადაც უკრაინის პრეზიდენტს ვლადიმერ ზელენსკის და მის გუნდს მადლობას უხდის.

"ძალიან მადლობელი ვარ პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის და მისი გუნდის დაბადების დღის მოლოცვისთვის, ასევე ჩემი შეკითხვის უმაღლეს ევროპულ დონეზე აწევისთვის.
ვულოცავთ მას წარმატებულ ლუბლინის სამიტს. მას ძალიან რთული ბრძოლა აქვს. როდესაც პოროშენკო და მთელი მისი დაკავშირებული შუშერა, რომლებმაც უკრაინაში ყაჩაღური სისტემა შექმნეს ბოლო 30 წლის განმავლობაში, ძალიან აქტიურად ებრძვიან. მეც მაქვს სერიოზული ეთიკური და ფაქტობრივი კითხვები ბურბასთან.
მე, როგორც ოლიგარქიული სისტემის მსხვერპლი საქართველოში, ვუსურვებ პრეზიდენტს გამძლეობას და გამარჯვებას" -წერს სააკაშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა