თეგებით ძიება
24. 12. 2021 COVID - 19

969 თბილისი, 246 იმერეთი - კოვიდინფიცირების გავრცელების არეალი რეგიონებში

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 43 029 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 1 976 ახალი შემთხვევა.

ქვეყანაში კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 920 617-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 24 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.59%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 6.26% ხოლო 7 დღის მანძილზე - 5.64%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 076 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 876 254.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 78 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 13 367 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 976 ახალი შემთხვევიდან რეგიონების მიხედვით განაწილება ასე გამოიყურება:

⭕ თბილისი - 969

⭕ აჭარა - 145

⭕ იმერეთი - 246

⭕ ქვემო ქართლი - 88

⭕ შიდა ქართლი - 117

⭕ გურია - 55

⭕ სამეგრელო-ზემო სვანეთი - 117

⭕ კახეთი - 119

⭕ მცხეთა-მთიანეთი - 57

⭕ სამცხე-ჯავახეთი - 40

⭕ რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 23

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 30 970 საიდანაც: 5 195 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 152, აჭარაში - 526, იმერეთში - 1 005.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 227 პირი, მათ შორის, თბილისში - 559, აჭარაში - 130, იმერეთში - 318. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 308 პირი, მათგან თბილისში - 162, აჭარაში - 36, იმერეთში - 36.

980 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ სასტუმროებში, მათ შორის 618 - თბილისში, 240- აჭარაში. 24 795 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა