თეგებით ძიება
24. 12. 2021 COVID - 19

მოცემული ეტაპისთვის, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ძალიან მძიმეა - მაია კაშია

ეპიდემიოლოგის, მაკა კაშიას თქმით, ეპიდვითარებას ახალი შტამი - „ომიკრონი“ კიდევ უფრო დაამძიმებს.

მისი თქმით, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ქვეყანაში მოცემული ეტაპისთვის ძალიან მძიმეა.

„წინ გველოდება სადღესასწაულო დღეები, რაც გამორიცხავს რაიმე დადებითი დინამიკის და დადებითი პროგნოზის გაკეთებას, რადგან, ვიცით რომ მოიმატებს მობილობა, როგორც ქალაქებს შორის, ისე ქალაქშიც, რაც ინფექციის კიდევ უფრო სწრაფად გავრცელებას გამოიწვევს. ამ არსებულ მდგომარეობას კი დაამძიმებს ახალი შტამის არსებობა, რომელიც უკვე დაფიქსირდა საქართველოში და შეიძლება ითქვას, რომ უახლოესი კვირების განმავლობაში გახდება კიდეც დომინანტური“, - განაცხადა კაშიამ.

საქართველოში „ომიკრონის“ შტამით ინფიცირების პირველი შემთხვევები 20 დეკემბერს გამოვლინდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა