თეგებით ძიება

მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაში ჰყოფნის საფუძველი არ არსებობს - უკრაინელი ადვოკატი

"მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაში ყოფნის საფუძველი არ არსებობს" - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის უკრაინელმა ადვოკატებმა განაცხადეს, რომლებმაც ის ცოტა ხნის წინ გორის ჰოსპიტალში მოინახულეს.

„მიხეილ სააკაშვილი არის გადაღლილი, ამის გამო ჩვენი შეხვედრა დიდხანს ვერ გაგრძელდა. არის პოზიტიური დინამიკა სამართლებრივი მუშაობის მიმართულებით, რომელიც მოგვცემს საფუძველს ვთქვათ, რომ არ არსებობს მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაში ყოფნის საფუძველი. ევროსასამართლო როგორც მესამე მხარე საქმეში ჩარჩო ლუდმილა დენისოვა, ის არის უკრაინის რადას წარმომადგენელი ადამიანის უფლებათა საკითხებში, შესაბამისი წერილი მან უკვე მიიღო.

ასევე, იქნება გაზიარებული დენისოვას მიერ მოპოვებული მტკიცებულებები და დასკვნები. ეს დოკუმენტები იქნება გადაგზავნილი, როგორც უკრაინელი ისე ქართველი ადვოკატების მიერ. ჩვენ გვექნება თხოვნა ევროპული თანამეგობრობისთვის და მსოფლიო თანამეგობრობისთვის, მკაფიოდ შეისწავლონ სააკაშვილი საქმე და მეტი ყურადღება მიაქციონ ამ თემას. არ ვიზიარებთ პოზიციას რომ მიხეილ სააკაშვილი უკანონო ქმედებებში მონაწილეობდა. ჯანმრთელობის მხრივ ჩვენ გვაქვს რამდენიმე მოთხოვნა: პირველი, ეს არის ადეკვატური სამედიცინო დახმარების გაწევა და ყველა იმ საჭირო პროფილის ექიმის საქმეში ჩართვა, რომლებიც სჭირდება მიხეილ სააკაშვილს“, - განაცხადა ევგენი გრუშოვეციმ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა