თეგებით ძიება

ერთი მა­გა­რი კლუ­ბიც უნდა გა­იხ­სნას სუ­სის შე­ნო­ბა­ში მას შემ­დეგ, რაც სუსი გა­უქ­მდე­ბა - მიხეილ სააკაშვილის სოლიდარობა კლუბებს

საქართველოს მესამე პრეზიტენტი, მიხეილ სა­ა­კაშ­ვი­ლი კლუ­ბე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს სო­ლი­და­რო­ბას უცხა­დებს.

"ქარ­თუ­ლი კლუ­ბუ­რი კულ­ტუ­რა მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით, ერთ-ერთი მთა­ვა­რი სა­ხელ­გან­თქმუ­ლი პრო­დუქ­ტია, რომ­ლი­თაც ყვე­ლა ვა­მა­ყობთ. მე გა­მი­გია ძა­ლი­ან ბევ­რი უკ­რა­ი­ნე­ლის­გან, ევ­რო­პე­ლის­გან, ამე­რი­კე­ლის­გან, რომ თბი­ლის­სა და ბა­თუმს აქვთ მსოფ­ლი­ო­ში სა­უ­კე­თე­სო ღა­მის კლუ­ბე­ბი. ისი­ნი არი­ან თა­ვი­სუფ­ლე­ბის კულ­ტუ­რის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ნა­წი­ლი.

ესე იგი, წი­ნან­დალ­ში 500-კა­ცი­ა­ნი ქე­ი­ფი შე­იძ­ლე­ბა, ნაძ­ვის ხეს­თან ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი და­საშ­ვე­ბია და კლუ­ბე­ბი არა. გა­სა­გე­ბია, რომ მათ ხე­ლოვ­ნუ­რად კლა­ვენ ხან ერთი მი­ზე­ზით, ხან მე­ო­რე­თი.

კი­ევ­ში თით­ქმის არ ჩა­კე­ტი­ლა კლუ­ბე­ბი და ეპი­დე­მი­ის დროს ახ­ლე­ბიც კი გა­იხ­სნა და ბევ­რად ნაკ­ლე­ბია კო­ვი­დით და­ღუ­პუ­ლე­ბი, ვიდ­რე თბი­ლის­ში. ახლა ჩვენ ვკარ­გავთ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებს და ამ სფე­რო­ში ქარ­თვე­ლებ­ზე დიდი მო­თხოვ­ნაა უკ­რა­ი­ნა­შიც და ევ­რო­პა­შიც.

ჩემი სრუ­ლი სო­ლი­და­რო­ბა კლუ­ბე­ბის კო­ლექ­ტი­ვებს. ერთი მა­გა­რი კლუ­ბიც უნდა გა­იხ­სნას სუ­სის შე­ნო­ბა­ში მას შემ­დეგ, რაც სუსი გა­უქ­მდე­ბა. გარ­წმუ­ნებთ, არ ვხუმ­რობ და მალე გახ­დე­ბით ამის მომსწრე!", - წერს სა­ა­კაშ­ვი­ლი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა