როგორ უნდა დავიცვათ თავი “ომიკრონის” გადადებისგან - ივანე ჩხაიძის განმარტება
იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, ივანე ჩხაიძე "ომიკრონთან" ბრძოლის საშუალებებზე საუბრობს.
“როცა დელტა ვარიანტი გამოჩნდა პირველად, მაშინ იყო ეს წინადადება ანტონი ფაუჩისგან წამოსული ორი ნიღაბი, ყველაზე კარგი. “ომიკრონთან” დაკავშირებით ეს კიდევ უფრო მეტად აქტუალურია. თუ ჩვენ არ გვინდა ვაქცინის გაკეთება, თუ ჩვენ ვერ ვასწრებთ ვაქცინის გაკეთებას, ესეც შეიძლება იყოს რეალური სიტუაცია, იმიტომ რომ მიუხედავად სამ თვიანი პერიოდისა, ადამიანების გარკვეულ რაოდენობას არ ექნება შესაძლებლობა გაიკეთოს “ბუსტერ” დოზა. ამიტომ, ნიღბის ტარება არის აუცილებელი და კატეგორიულად აუცილებელი, მით უმეტეს ახლა, როდესაც ჩვენ მოლოდინი გვაქვს შემთხვევების ძალიანს სწრაფი მატების და მეორე არის “ბუსტერ” დოზა, მესამე დამატებითი დოზა, რომელიც ეფექტურია თითქმის 100%-მდე, როგორც ინფიცირებიდან თავის დაცვის, ასევე საავადმყოფოში მოხვედრისა და გარდაცვალების შემთხვევების პრევენციის მიზნით,” – ამბობს ივანე ჩხაიძე.