თეგებით ძიება

სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნა ნიშნავს ათასობით გამწარებული ოჯახის შეურაცხყოფას - გურამ მაჭარაშვილი

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი, გურამ მაჭარაშვილი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება იმ ადამიანების შეურაცხყოფის ტოლფასია, რომლებიც წინა ხელისუფლების მმართველობის დროს დაზარალდნენ.

"სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნა ნიშნავს იმ ათასობით დაზარალებული და გამწარებული ოჯახის შეურაცხყოფას. ვინც ამას თავის თავზე იღებს, უნდა იცოდეს რომ ეს სწორედ ამას ნიშნავს. არ მგონია და დარწმუნებული ვარ, რომ მოშიმშილე ადამიანების მსურველთა რიცხვი ოდნავ მაინც მიუახლოვდეს იმ ადამიანების რიცხვს, ვინც დაზარალდა ზოგი სიცოცხლით, ზოგი ჯანმრთელობით და ა.შ. სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს,“ - ამბობს გურამ მაჭარაშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა