თეგებით ძიება

შიმშილობის აქციას, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, რამდენიმე ადამიანი გამოეთიშა

"ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისთან კარვებში შიმშილობის აქციას, როგორც პროტესტის უკიდურეს ფორმას, გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, რამდენიმე მოშიმშილე გამოეთიშა.

"ადამიანები, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც არ შეესაბამება მიმდინარე აქციას, ბუნებრივია, ჩვენ ვცდილობთ რომ მათ შევაწყვეტინოთ შიმშილობა. ძალიან ბევრი ადამიანი უკმაყოფილოა ამით, მაგრამ ნამდვილად ვერ დავაყენებთ დამატებითი რისკის ქვეშ ადამიანების სიცოცხლეს, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც ეს შიმშილობა რამდენი ხანი გაგრძელდება, არავინ არ იცის წინასწარ," - აცხადებს ზაალ უდუმაშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა