კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა - როგორია ბოლო 24 საათის კოვიდსტატისტიკა?
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 661 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
გარდაიცვალა 69 ადამიანი - დღემდე ვირუსს ჯამში 13 512 პირი ემსხვერპლა.
ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3 841 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 32 741 კვლევა ტესტით, მათ შორის 18 421 კვლევა ანტიგენის ტესტით და 14 320 PCR ტესტით.