თეგებით ძიება

ასპარეზი დავუთმე მეტად უფრო ენერგიულ კანდიდატს - ეკატერინე ტიკარაძე კონფლიქტზე ალაპარაკდა?

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი თანამდებობის დატოვების შესახებ განცახდების გაკეთების შემდეგ გავრცელებულ ინფორმაცია პრემიერ-მ,ინისტრთნ დაპირსპირების შესახებ უარყოფს და აცხადებს, რომ ღარიბაშვილთან კონფლიქტი არ ჰქონია და ადგილი მეტად ენერგიულ კანდიდატს დაუთმო.

ტიკარაძე არ ადასტურებს და არც უარყოფს, რომ ეს კანდიდატი ზურაბ აზარაშვილია.

"არც ერთ ეტაპზე, არც მინისტრობის და არც წინა პერიოდში, მე პასუხისმგებლობიდან თავი არ ამიცილებია, ეს გამოჩნდება იანვარშიც, რადგან აქტიურად ვიქნები ჩართული ჯანდაცვის სფეროში. ეს არის ჩემი პროფესია და მიზანი, რომ საქართველოში თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს ეფექტური, ხარისხიანი და ხელმისაწვდომი ჯანდაცვა. ამ მიმართულებით აუცილებლად გავაგრძელებ მუშაობას. ასევე, მე არაერთხელ უარვყავი კონფლიქტის არსებობის შესახებ და დღეს კიდევ ერთხელ უარვყოფ. ასპარეზი დავუთმე მეტად უფრო ენერგიულ კანდიდატს“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა