თეგებით ძიება

ეკატერინე ტიკარაძის სამი რჩევა ჯანდაცვის ახალ მინისტრს

ეკატერინე ტიკარაძეს ჯანდაცვის მინისტრის პოსტიდან წასვლის შესახებ განცხადება, ჯერჯერობით, არ დაუწერია, მაგრამ როგორც თავად დაანონსა, თანამდებობას წლის ბოლოს დატოვებს. დღეს კი, სამინისტროს სამწლიანი საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაცია გამართა.

ის არ ამბობს, კონკრეტულად სად გააგრძელებს საქმიანობას. ვიცით მხოლოდ ის, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოში იქნება.

„მე არ მაქვს გეგმაში, ახლა გავასაჯაროო სად ვიქნები და იმ დროს, როდესაც ეს საჭირო გახდება, რა თქმა უნდა, მოგახსენებთ“, – უთხრა მან მედიას.

რაც შეეხება იმას, რას ურჩევდა ის ჯანდაცვის ახალ მინისტრს, ტიკარაძემ სამი პრიორიტეტი გამოყო.

„2022 წლის გამოწვევად კვლავ რჩება პანდემიის მართვა და ვაქცინაცია, აქედან გამომდინარე, ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც 2020 წლიდან არის გაცემული დაავადებათა კონტროლის ცენტრის მხრიდან, მნიშვნელოვანია, რომ სამომავლოდაც იქნეს გათვალისწინებული; ასევე, მნიშვნელოვანია მოქალაქეების აქტიური ჩართვა ვაქცინაციის პროცესში და 60 წელს ზემოთ ადამიანების ინტენსიური აცრა“, – განაცხადა ekaterine ტიკარაძემ.

bm.ge




თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა