თეგებით ძიება

ცოტა მწვანილი, ცოტაოდენი უმი ხორცი - მიხეილ ცაგარელი გვაფრთხილებს და გვირჩევს

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი გვაფრთხილებს და გვირჩევს, თუ როგორ შვხვდეთ ახალი წელს და რა უნდა გავითვალისწინოთ იმისათვის, რომ არც ხარი გავაბრაზოთ და არც ვეფხვი.

“აღმოსავლეთში, დიდ ყურადღებას აქცევენ ტრადიციებსა, რიტუალებს და ახალი წლის შეხვედრის ელემენტებს. ითვლება, რომ როგორც შევხვდებით იმ წლის მთავარ მასპინძელს, ისევე იქნება მისი დამოკიდებულება მთელი წლის განმავლობაში ჩვენს მიმართ. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს სარიტუალო ელემენტები გავითვალისწინოთ. პირველ რიგში რა უნდა ვიცოდეთ? იქყება ახალი წელი, აღმოსავლური კალენდრით მეცამეტე ახალმთვარეობაზე ეს დღე, ჩვენ გვექნება 1 თებერვალი. დილის 9 საათსა და 47 წუთზეე, თბილისის დროით, შემოვა ვეფხვის წელიწადი, რომელიც იქნება წყლის სტიქიის. 1 ტებერვალს ვინ გაიხსნებს არ ვიცი, ამ ახალ წელს, მაგრამ 31 დეკემბერს ყველა ვიქნებით მზად და შეგვიძლია წინსწრებით შვხვდეთ, ეს რიტუალი ჩავატაროთ. თუ შესაძლებლობა გექნებათ, მერე 1 თებერვალსაც შეგვიძლია ეს გავიმეოროთ.

გავითვალისწინოთ, რომ 1 თებერვლამდე ხარის წელიწადი გრძელდება ჯერ კიდევ, ამიტომ ხარს არ უნდა ვაწყენინოთ-სუფრაზე აუცილებლად უნდა გვქონდეს ორი სიმბოლო, გამოსახულება, როგორც ხარისა, ასევე ვეფხვისა. 1 თებერვლიდან, უკვე დარჩება მხოლოდ ვეფხვი, როგორც წლის მასპინძელი.

ახლა, რა დავუდოთ მათ წინ 31 დეკემბერს? ხარს, ცოტა მწვანილი, ხოლო ვეფხვს შეგიძლიათ დაუდოთ ცოტაოდენი უმი ხორცი, რათა ამით პატივი მივაგოთ მათ”,-გვირჩევს ცაგარელი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა