მარგველაშვილი სააკაშვილს ხვალ შეხვდება
საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ხვალ, 27 დეკემბერს შეხვდება. გორის სამხედრო ჰოსპიტალში მარგველაშვილი 12:00 საათზე გეგმავს მისვლას.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტების შეხვედრის მთავარი თემა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ დაწყებული ეროვნული თანხმობის პროცესი იქნება.