საქართველოში, შესაძლოა, საათობრივი მინიმალური ანაზღაურება დაწესდეს
სამოქალაქო მოძრაობა „გამოდი“-ს (მაკა მინდიაშვილი, ლევან ლელაშვილი) მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება პირველადი ჯანსაღი საკვები პროდუქტების, მედიკამენტებისა და სამშენებლო ბიზნესის ფასების რეგულაციებასა და შრომის მინიმალურ საათობრივ ანაზღაურებას ითვალისწინებს.
საკანონმდებლო წინადადების თანახმად, მსხვილი ბიზნესისთვის გათვალისწინებულია საათობრივი მინიმალური ანაზღაურება, სულ მცირე, 5 ლარის ოდენობით.
გარდა ამისა, დოკუმენტი ყველანაირ ბიზნესზე მოგების 20%-იანი ბარიერის დაწესებას ითვალისწინებს.
პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, საკანონმდებლო წინადადების განხილვა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს დაევალა.