თეგებით ძიება

რა ბედი ეწევა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს – ფუნქციები, რომლებიც ორ უწყებაში ნაწილდება

პარლამენტში ინიცირებულია კანონპროექტი, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასა და მის ნაცვლად, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის შექმნას ითვალისწინებს.

როგორც კანონპროექტის ავტორები აღნიშნავენ, წარმოდგენილი ცვლილებებით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მანდატი კიდევ უფრო ფართოვდება და მას ემატება მუხლები, რომლებიც ითვალისწინებს მძიმე კატეგორიის ძალადობრივი დანაშაულების გამოძიებას, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით. ხოლო რაც შეეხება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს, როგორც კანონპროექტის ავტორები აღნიშნავენ, ის კიდევ უფრო ეფექტურ ორგანოდ ყალიბდება.

კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი გურამ მაჭარაშვილი „პრაიმტაიმთან“ განმარტავს, რატომ დადგა ამ ცვლილებების განხორციელების საჭიროება. როგორც მაჭარაშვილი აცხადებს, ერთ უწყებაში ორი მნიშვნლოვანი ფუნქციის აღრევა არ უნდა მომხდარიყო.

“სახელმწიფო ინსპექტორის ბაზაზე იქმნება ორი სამსახური – სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური. თავის დროზე იყო მოსაზრება, მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, რომ საგამოძიებო ფუნქციები უნდა იყოს ცალკე. ორი მნიშვნელოვანი ფუნქციის აღრევა რომ არ მოხდეს, იქმნება ორი სამსახური. რა თქმა უნდა, დამოუკიდებლობის ხარისხი და ხელმძღვანელის დანიშვნის პროცედურა ნარჩუნდება, ხელმძღვანელ პირებს პარლამენტი აირჩევს პრემიერის წარდგინებით“,- განაცხადა მაჭარაშვილმა.

რა ფუნქციები აქვს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანოა, რომელიც როგორც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის უფლებამონაცვლე, საქართველოში 2019 წლის 10 მაისიდან ამოქმედდა. მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:

პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლი;

ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლი;

სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ ჩადენილი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის და ძალადობით ან დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით ჩადენილი სამოხელეო დანაშაულის მიუკერძოებელი და ეფექტიანი გამოძიება.


წყარო - primetime


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა