თეგებით ძიება

"მეძუძურ ბავშვს დედის ყურადღება მოაკლეს, მინისტრად პლასტიკური ბარათების მძერწავი დანიშნეს" - ნიკა გვარამია

"მთავარია რხის" დამფუძნებელი და დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"ჯანდაცვის მინისტრად პლასტიკური ბარათების მძერწავი დაინიშნა.

ლონდა თოლორაია ბავშვის გაჩენიდან 2 კვირის თავზე აიძულეს დეკრეტიდან გამოსულიყო და მეძუძურ ბავშვს დედის ყურადღება მოაკლეს.

კაციჭამია რეჟიმითქო, რომ ვიტყვით, უტრირებააო გეტყვიან. მგონი, მართლა იმას ელოდებიან, რომ ადამიანების ჭამას დაიწყებენ. თუმცა, არც აღარაფერი დარჩა." - წერს გვარამია.

ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილმა ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე ზურაბ აზარაშვილის კანდიდატურა წარადგინა. ზურაბ აზარაშვილი ამ დრომდე თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებს.




თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა