თეგებით ძიება

ომბუდსმენის ინსტიტუტსაც სიამოვნებით გააუქმებდა "ქართული ოცნება" - პაატა მანჯგალაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი პაატა მანჯგალაძე დარწმუნებულია, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ განცხადებებს უკავშირდება.

"სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს კი არა, ომბუდსმენის ინსტიტუტსაც სიამოვნებით გააუქმებდა "ქართული ოცნება" საკმარისი საკონსტიტუციო ხმები რომ ჰქონდეს პარლამენტში, ზუსტად ვარ დარწმუნებული, ისინი ვერ იტანენ ვერანაირ განსხვავებულ ხმას ქართულ პოლიტიკაში. მით უმეტეს, ჩვენ ვიცით ინსპექტორის ბოლოდროინდელი განცხადებები, რომელმაც დააჯარიმა პენიტენციური სამსახური,"- აცხადებს პაატა მანჯგალაძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა