თეგებით ძიება

"გამახსენეთ, ვინ ყოფილა ასეთი უშიშარი, ეს არის ისტორიული ტექსტი" - რას წერს ნიკა გვარამია

"მთავარია რხის" დამფუძნებელი და დირექტორი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებას ეხმაურება, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ნახვის შემდეგ განაცხადა.

"გიორგი მარგველაშვილი, გორის ჰოსპიტალში სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ:

"ადამიანი, რომელიც აქ არის პატიმრობაში, ჩემთვის არის ხაზგასმით პუტინის პატიმარი და ამას უნდა გავუსწოროთ თვალი. საქართველოში, და არა მარტო საქართველოში, პუტინთან დაპირისპირებაში გამორჩეული პოლიტიკოსი, რომლის ქართველების მიერ დაპატიმრება და გამოკეტვა პუტინის უმთავრესი ინტერესია".
გამახსენეთ, ვინ ყოფილა ასეთი უშიშარი, მკაფიო და მართალი სააკაშვილის და მისი პატიმრობის შეფასებაში? ან პუტინის ხსენება ვინ გაბედა? (ენმ-ს არ ვგულისხმობ)

ეს არის ისტორიული ტექსტი (ისეთივე, როგორც თავის დროზე იყო მარგველაშვილის განცხადება რ2თან დაკავშირებით), რომელმაც საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი უკიდურესად პოზიტიურად და სამუდამოდ ჩაწერა საქართველოს ისტორიაში", - წერს ნიკა გვარამია.





თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა