თეგებით ძიება

ვფიქრობ, სალომე ზურაბიშვილს გამოსავალი სწორად აქვს წარმოდგენილი - ნიკა მელია

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა:

"ქალბატონ ზურაბიშვილს აქვს ძალიან სწორი აღწერა შექმნილი ვითარებისა ქვეყანაში. მან ამის თაობაზე საჯარაოდაც ისაუბრა ჩემდაგასაკვირადაც. როდესაც იგი აღიარებს, რომ ქვეყანაში არის სოციალურ-ეკონომიკურ-პოლიტიკური კრიზისი, როდესაც ქვეყნიდან გარბიან მოქალაქეები იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში მათ აღარ გაეჩერებათ, დიახაც, ეს არის განსხვავებული რამ, რაც მე მომისმენია ბოლო წლების განმავლობაში განსხვავებით იმ ადამიანებისა, რომლებიც წლების განმავლობაში ახმოვანებენ ბიძინა ივანიშვილის პოზიციას. ამ დროს, როდესაც რადიკალურად განსხვავებული განცხადება კეთდება ქალბატონი ზურაბიშვილის მხრიდან, რა თქმა უნდა, ეს არის მისასალმებელი. მე ვფიქრობ, რომ გამოსავალიც მას სწორად აქვს წარმოდგენილი, თუმცა ბევრი რამ არის დამოკიდებული თავად რეჟიმზე. ქალბატონ ზურაბიშვილს აქვს ისტორიული შანსი ჩემი შეფასებით, მას შეუძლია დიდი და გადანმწყვეტი როლი ითამაშოს ამ პროცესში. მას აქვს შესაბამისი ბერკეტები,. ვფიქრობ, სწორი კომუნიკაციის პირობებში საზოგადოების აქტიურ ჯგუფებთან იგი მოიპოვებს ამ პროცესში მხარდაჭერას და ასეთ შემტხვევაში შეიძლება ამ პროცესიდან რამე გამოვიდეს", - განაცხადა მელიამ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა