თეგებით ძიება

ჩვენთან ცხოვრების დონე უფრო მაღალია, ვიდრე საქართველოში - ანატოლი ბიბილოვი

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი ადგილობრივებს შეხვდა. ამის შესახებ ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ კონტროლირებული საინფორმაციო სააგენტო „რესი“ წერს.

გამოცემის თანახმად, შეხვედრის კითხვა-პასუხის ფორმატში გაიმართა, სადაც ბიბილოვმა თქვა, რომ „საზღვარი“ დაკეტილია სოფელ წნელისთან ქართული პოლიციის საგუშაგოს განთავსების გამო და „ამ პრობლემის მოსაგვარებლად აუცილებელია საქართველოს ხელისუფლების დარწმუნება, რომ სამხრეთ ოსეთის მოქალაქეების მიმართ პოლიტიკა შეცვალოს და შეწყვიტოს პროვოკაციული ქმედებები“.

„საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ ნათესავებს აქ საცხოვრებლად სიხარულით მივიღებთ. ჩვენთან ცხოვრების დონე უფრო მაღალია, ვიდრე საქართველოში და უმუშევრად არავინ დარჩება", - განაცხადა ბიბილოვმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა