თეგებით ძიება

გიორგი მარგველაშვილი თავისი თავის აქტუალიზაციას ცდილობს - მამუკა მდინარაძე

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, გიორგი მარგველაშვილი თავისი თავის აქტუალიზაციას ცდილობს.

მისივე თქმით, განცხადება, რომ მიხეილ სააკაშვილი პუტინის პატიმარია, სამწუხაროა იმ ადამიანისგან, რომელიც იყო პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის შემდეგ და „ქართული ოცნების“ მმართველობის დროს.

„გიორგი მარგველაშვილი თავისი თავის აქტუალიზაციას ცდილობს. ისიც თქვა, პუტინის პატიმარია სააკაშვილიო. როცა ცოტა ფაქტებზე ვილაპარაკებთ, რეალურად პუტინის მოკავშირის როლში წარმოვიდგენთ სააკაშვილს. ამ ფონზე ადამიანი როცა იძახის, რომ ის არის პუტინის პატიმარი, ის ჯდება „ნაციონალური მოძრაობის“ მესიჯბოქსში, რაც ძალიან სამწუხაროა იმ ადამიანისგან, რომელიც იყო ამ ქვეყნის პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის შემდეგ და „ქართული ოცნების“ მმართველობის დროს“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა