თეგებით ძიება

ასეთ ბოდვებს არ უნდა ავყვეთ - გია ვოლსკი

პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ გიორგი მარგველაშვილის განცხადება, იმის შესახებ, რომ სააკაშვილი პუტინის პატიმარია, უსაფუძვლოა.

"ასეთი სახის განცხადება არის არათუ უსაფუძვლო, არამედ გარკვეულ პოლიტიკურ ნიშანსაც ატარებს, საკმაოდ უარყოფითს. თუ რაიმე გაკეთდა სააკაშვილის დროს, რაც პუტინის სტრატეგიულ გეგმებს შეესაბამებოდა, ყველაფერს ჰქვია სააკაშვილის სახელი. დაინგრა მოლაპარაკების ფორმატები, ის ფორმატები, რასაც ამერიკა და ევროკავშირი წლების მანძილზე ჩვენთან ერთად აშენებდნენ. დესტაბილიზაცია სწორედ ის გეგმაა, რაც რუსეთს აქვს. არ არსებობს არც ერთი სხვაობა ქმედებაში, რაც ეწინააღმდეგება რუსეთის ინტერესებს. აქედან გამომდინარე უნდა ვიმსჯელოთ და ასეთ ბოდვებს არ ავყვეთ", – განაცხადა გია ვოლსკიმ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა