თეგებით ძიება

სად არის სააკაშვილი? - "სასწრაფოდ ვითხოვ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტროსგან"

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ხატია დეკანოიძის თქმით, ამ დროისთვის, მათთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადგილსამყოფელი უცნობია.

მისივე თქმით, სააკაშვილის შესახებ ინფორმაცია არ აქვს არც სახალხო დამცველს.

ხატია დეკანოიძე იუსტიციის სამინისტროსგან საჯარო ინფორმაციას ითხოვს.

"დაუზუსტებელი ინფორმაცია მაქვს, რომ დღეს მიხეილ სააკაშვილის გადაყვანაზე იყო საუბარი. ვცდილობ დავუკავშირდე იუსტიციის მინისტრს, თუმცა უშედეგოდ. კავშირზე ვარ სახალხო დამცველთანაც, რომელსაც ამ დროისთვის არ აქვს დაზუსტებული ინფორმაცია.

გაურკვევლობაა, ჩვენ ვცდილობთ დავაზუსტოთ ინფორმაცია. ქალბატონი გიული არ შეუშვეს დღეს მის სანახავად. არც ომბუდსმენმა იცის, რა მდგომარეობაშია და რა სტატუსი აქვს ახლა მიხეილ სააკაშვილს. ახლა მიდიან ადგილზე მისი ექიმები და ველოდებით ძაალიან მალე დადასტურებულ ინფორმაციას სად არის მიხეილ სააკაშვილი. იმედი მაქვს სახალხო დამცველსაც ექნება ძალიან მალე ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით.

სასწრაფოდ, საჯაროდ ვითხოვ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტროსგან, ძალიან მნიშნელოვანია და ეს დროის გაწელვას არ ექვემდებარება", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ "TV პირველის" ეთერში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა