თეგებით ძიება

პარლამენტის ბიუროს სხდომა ჩაიშალა

პარლამენტის ბიუროს დღევანდელი სხდომა ჩაიშალა. მიზეზი კვორუმის არარსებობა იყო. ბიუროს სხდომის შემდეგ განმარტება გააკეთა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ.

„ჩვენმა პატივცემულმა ოპონენტებმა გადაწყვიტეს, პროცედურული მექანიზმების გამოყენებით მაქსიმალურად გაეწელათ დრო. ჩვენც ამას დავუპირისპირეთ ის, რომ არ მოვახდინეთ ბიუროს სხდომისთვის რაიმე განსაკუთრებული მოქმედება და შეიძლება ითქვას, შეგნებულადაც ბიუროს სხდომა ჩავარდა კვორუმის არარსებობის გამო. საზოგადოებას ვერ მოვატყუებთ, რომ ვცადეთ და ბიურო ვერ ჩავატარეთ, პირიქით, ჩვენი მხრიდან ასეთი მცდელობა არ ყოფილა. რამდენიმე დეპუტატი ინსტიტუტის პატივისცემის ნიშნად გამოვცხადდით, მაგრამ ბიურო შეგნებულად არ ჩატარდა. ეს იყო ჩვენი მხრიდან პოლიტიკური სვლა ოპოზიციის საპასუხოდ, რომელმაც გადაწყვიტა, დროის გაწელვის გზით, პროცედურული გზით, რაღაცნაირად შემაფერხებელი ნაბიჯები გადაედგა ჩვენ მიერ ინიცირებულ კანონპროექტზე. რაც უნდა გასაკვირი იყოს, ოპოზიციის მიერ ალტერნატივის სახით წარმოდგენილი კანონპროექტი არის ინსპექტორის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტის ანალოგი. სიტყვასიტყვით იგივეა. ოპოზიციას თავისი კანონპროექტი კი არ წარმოუდგენია, ინსპექტორის კანონპროექტი წარმოადგინა. ოპოზიციას შეეძლო, თუნდაც, პროცედურული ომისთვის და დროის გაწელვისთვის საკუთარი ალტერნატიული კანონპროექტი წარმოედგინა, თუმცა სუსტი პროექტი წარმოადგინა. ოპოზიციას სურდა, პრიცედურული ომი, მაგრამ კოვზი ნაცარში ჩაუვარდა“, – განაცხადა მდინარაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა