თეგებით ძიება

ეს არ არის რეფორმა, ეს არის შტურმი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურზე - ლონდა თოლორაია

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელის, ლონდა თოლორაიას განცხადებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებისა და მის ნაცვლად, ორი ახალი უწყების შექმნის შესახებ მისთვის უცნობი იყო.

„გარდა იმისა, რომ ჩემთან არანაირი კონსულტაციები არ ყოფილა, აღნიშნული კანონპროექტის დაინიცირების შემდეგაც კი, გუშინ ბიუროზე გასვლის შემდეგაც კი, ჩემთვის არავის გამოუგზავნია. უფრო მეტიც, ბიუროს სხდომის დასრულებიდან რამდენიმე საათის შემდეგ გახდა ეს კანონპროექტი სრულად ხელმისაწვდომი. თავისთავად ცხადია, ეს დრო არ იყო საკმარისი იმისთვის,რომ სამსახური ამ კანონპროექტს სრულყოფილად გაცნობოდა, თუმცა, ცხადია, ჩვენ მის ძირითად დებულებებს მაინც გავეცანით. ეს არის ზუსტად ის, რაზეც მე გუშინ დილიდან ვსაუბრობდი. ამ კანონპროექტით დაგეგმილია არამხოლოდ სახელმწიფო სამსახურის გაუქმება და სახელმწიფო ინსპექტორის სახლში გაშვება, რაც ჩემთვის ყველაზე ნაკლები პრიორიტეტია ამ შემთხვევაში, არამედ სახელმწიფო ინსპექტორის ყველა თანამშრომლის სახლში გაშვება. რა თქმა უნდა, ამაზე ჩემი კრიტიკულია პოზიცია მექნება. სწორედ ამიტომ მოვედი, რომ კომიტეტების სხდომას დავსწრებოდი. კომიტეტების სხდომების დროსთან დაკავშირებული ინფორმაციაც სამწუხაროდ, ძალიან გვიან გახდა ჩვენთვის ცნობილი“,-განაცხადა თოლორაიამ.

მან იმედი გამოთქვა, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური არ გაუქმდება.

რაც შეეხება ორი ინსტიტუტის შექმნას, ლონდა თოლორაიას თქმით, არ ყოფილა შემთხვევა, როდესაც რეფორმა განხორციელდა იმ უწყების ჩართულობის გარეშე, რომელსაც ეს ეხება.

"ვერ დამისახელებთ ვერც ერთ შემთხვევას, როცა ამ ფორმით მოხდა სამსახურის დაშლა ორ სხვადასხვა სამსახურად, რომელსაც აქვს ზუსტად იგივე ფუნქციები და არც ერთ უწყებაში არ მოიძებნა დღევანდელი სახელმწიფო ინსპექტორის თანამშრომელთა ადგილი“, - განაცხადა თოლორაიამ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა