თეგებით ძიება

არაფერს ამბობს ჩახოცილ ახალგაზრდებზე და უცბად შეწუხდა სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმებით - ნანა კაკაბაძე

არასამთავრობო ორგანიზაციის "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის" თავმჯდომარე, ნანა კაკაბაძე პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილს ახსენებს, რომ ის მისი სტატუსის მიუხედავად არასდროს აფიქსირებს პოზიციას ისეთ თემებზე, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა "ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმის მსხვერპლთა მიმართ.

"როდესაც პრეზიდენტი არაფერს ამბობს ათასობით და ათიათასობით უფლება შელახულ ადამიანზე, როდესაც არაფერს ამბობს ჩახოცილ ახალგაზრდა ბიჭებზე, რომლის ოჯახების დღემდე ითხოვენ სამართლიანობის აღდგენას და უცბად ის შეწუხდა სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმებით, ეს ბადებს ეჭვს, რომ თვითონ არის შეშინებული,"- აცხადებს კაკაბაძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა