თეგებით ძიება

როგორც არასოდეს, მიხეილ სააკაშვილი ახლა საჭიროებს მკურნალობას - ნიკა მელია

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას გორის სამხედრო ჰოსპიტალში დღეს განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

"დღეს დილით რაც იკადრა რეჟიმმა გორში, როდესაც სამარცხვინო მიზან-სცენა დაადგმევინეს გორის ჰოსპიტლის დირექტორს, საბჭოთა კავშირში მეტი კი არაფერი ხდებოდა. 37 წელს მეტი არაფერი კი არ ხდებოდა. მაგრამ როდესაც მედიის წარმომადგენლები მაინც არ მოეშვნენ ქალბატონს და კითხვა დაუსვეს, ქალბატონმა, თქვენ წარმოიდგინეთ, მაინც იგივე გაიმეორა, რაც რამდენიმე საათით ადრე უთხრა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატს.

როდესაც მასზე ტერორს ახორციელებენ, ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებენ, რომელ მკურნალობაზეა საუბარი.

როგორც არასოდეს, მიხეილ სააკაშვილი ახლა საჭიროებს მკურნალობას. ვინმე თუ იყო სკეპტიკურად განწყობილი იმასთან დაკავშირებით თუ რატომ მივმართეთ აქ 200-მა ადამიანმა უკიდურეს ფორმას პროტესტის ახლა კიდევ უფრო კარგად დარწმუნებოდა და გაიგებდა, იმიტომ რომ ამ რეჟიმთან უკიდურესი პროტესტით არის ბრძოლა აუცილებელი", - განაცხადა ნიკა მელიამ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა