თეგებით ძიება

„მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, პატივისცემით მოეპყროს უკრაინის მოქალაქეს“ - უკრაინის საგარეო უწყება სააკაშვილზე განცხადებას ავრცელებს

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან გაყვანის მცდელობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„მიხეილ სააკაშვილის სამხედრო ჰოსპიტლიდან ციხეში გადაყვანის გუშინდელი მცდელობა წესების დაცვით არ განხორციელდა. ადვოკატებს სასჯელაღსრულების სამსახურის გადაწყვეტილება არ ეცნობათ. მიხეილ სააკაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობა ამის საშუალებას არ აძლევს და მას შემდგომი რეაბილიტაცია სჭირდება.

მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, პატივისცემით მოეპყროს უკრაინის მოქალაქეს და არ განახორციელოს ქმედებები, რომლებიც მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის.

უკრაინელი დიპლომატები საქართველოში აგრძელებენ სიტუაციის განსაკუთრებულ კონტროლს, მუდმივ დიალოგს საქართველოს ხელისუფლებასთან და მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებთან. საქართველოში უკრაინის საელჩოს კონსულს მიხეილ სააკაშვილთან ხვალ შეუშვებენ.

ქართულმა მხარემ უკრაინელ ექიმებს სააკაშვილის სამედიცინო შემოწმების საშუალება უნდა მისცეს.

ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებაზე ჰუმანიტარული მიზეზების გამო, მკურნალობისა და რეაბილიტაციის მიზნით. ასეთი ნაბიჯის აუცილებლობა აშკარაა“, - აღნიშნულია განცხადებაში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა