თეგებით ძიება

ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტი ვეტოს დაადებს ახალ კანონპროექტს - ლონდა თოლორაია

ლონდა თოლორაიას, ახალი კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, იმედი აქვს, რომ სალომე ზურაბიშვილი ვეტოს უფლებას გამოიყენებს. ამის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორმა არასამთავრობო ორგანიზაციებთან თითქმის 3 საათიანი შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

"ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტი ვეტოს დაადებს ამ კანონს. ჩვენ მოვისმინეთ გუშინ კომენტარი, რომ პარლამენტი შეეგებება ამ ვეტოს, ანუ მათ არ აინტერესებთ არც პრეზიდენტის არგუმენტები.

ამ კანონპროექტში ახალი ფაქტობრივად არის ახალი, გარდამავალი მუხლი, რომელიც მიზნად ისახავს ამ სამსახურის ყველა თანამშრომლის, ჩემი თამადობით სახლში გაშვებას. თუ პარლამენტი ამბობს იმას, რომ 2 უწყებას აძლიერებს და ეს არის რეფორმა, მე მაქვს კითხვა, რა საჭიროა სახელმწიფო ინსპექტორი წავიდეს სახლში, რა საჭიროა სამსახურის პროფესიონალი და ღირსეული თანამშრომლები წავიდნენ სახლში," - განაცხადა ლონდა თოლარაიამ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა