თეგებით ძიება

"ოპოზიციის ნაწილს, როგორც ყოველთვის, ინდივიდუალური, ქვეყნის საჭიროებისგან დაცლილი დღის წესრიგი აქვს" - თინა ხიდაშელი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი სოციალური ქსელის მეშვებით, პარლამენტში მიმდინარე პარტია „ქართული ოცნების“ინიცირებული კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას ეხმაურება, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას და მის ბაზაზე ორი ახალი სამსახურის შექმნას უკავშირდება.

“ამ წინა საახალწლოდ ოცნებას რომ ინსპექტორის გაუქმების გეგმა ჩაეშალოს ეს ნამდვილად შეუძლია ოპოზიციას. 60 იოდე პარლამენტარმა ტრიბუნა რომ გამოიყენოს, შეიითხვა დასვას, მოსაზრება გამოთქვას მათემატიკის ამბავია ვერ გაიტანა კენჭისყრაზე ოცნება კანონპროექტს.

მაგრამ ოპოზიციის ნაწილს, როგორც ყოველთვის, როგორც ჩანს ასეთი საკითხები არ აინტერესებთ, ინდივიდუალური ქვეყნის საჭიროებისფან დაცლილი დღის წესრიგი აქვთ არადა იშვიათად მიეცემათ ხოლმე ასეთი შანსი, მაგრამ რაც უფრო ცუდად იქნება საქმე უკეთესია პრინციპით მოქმედებენ მხოლოდ”, - წერს ხიდაშელი.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა