თეგებით ძიება

121 კაცი რომ გაგვეშვა სამსახურიდან ან თავის დროზე არ აგვეყვანა, რა დაშავდებოდა - ალექსანდრე რაქვიაშვილი

„გირჩის“ წევრი, ალექსანდრე რაქვიაშვილი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის არსებობის საჭიროებას ვერ ხედავს.

რაქვიაშვილის თქმით, რჩება შთაბეჭდილება, რომ აღნიშნული ინსტიტუცია ოპოზიციისთვის ახლა იმიტომ გახდა კარგი, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა მიიღო ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც მათ მოეწონათ.

„მაქვს შეფასება, პირველ რიგში, ოპოზიციის მიმართ, ბევრი დისკუსია მოვისმინე ამ თემაზე და არგუმენტი გამოთქმული იყო მშობიარობაზე, სხვადასხვა გადაწყვეტილებაზე, მაგალითად, მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ, მაგრამ მე საერთოდ ვერ დავინახე, რაში გვჭირდება ეს ინსტიტუცია. მართლა რაში გვჭირდება და ეს 121 კაცი რომ გაგვეშვა სამსახურიდან, ან არ აგვეყვანა თავის დროზე, რა დაშავდებოდა. თუ ოდესღაც ინსტიტუცია არ იყო სწორი, კარგი, არ ვუჭერდით მხარს, ახლა რამდენიმე სწორი გადაწყვეტილება მიიღო, ან ისეთი, რომ მოგვეწონა, ამიტომ გახდა კარგი? მე ასეთი შთაბეჭდილება მრჩება მხოლოდ. არ დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ეს ინსტიტუცია მართლა გვჭირდება“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა