თეგებით ძიება

პოლიტიკური ლიდერისგან ასეთი განცხადება, რაც ნიკა მელიასგან მოვისმინეთ, ნორმალურ ვითარებაში მხოლოდ დაცინვას იმსახურებს - გიგა ბოკერია

ჩვენი ვალია, რომ საზოგადოებას ვუთხრათ რა მიგვაჩნია არასწორად და სანამ „ნაციონალური მოძრაობა“ ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიაა, მოუწევთ მის ლიდერებს ამასთან შეგუება, - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერია ნიკა მელიას განცხადებას.

„ნორმალურ ვითარებაში მხოლოდ დაცინვას იმსახურებს პოლიტიკური ლიდერისგან ასეთი განცხადება, რაც მოვისმინეთ ნიკა მელიასგან... მაგრამ ისეთი მძიმე მდგომარეობაა, რომ საჭიროდ ვთვლი სერიოზული პასუხი გავცე. როდესაც ხარ ლიდერი ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის, შენი გადაწყვეტილებები გავლენას ახდენს არა მარტო შენი პარტიის ბედზე, არამედ მთლიანად ქვეყანაში ვითარებაზე და მთლიანად ოპოზიციურ ამომრჩეველზე და როცა იჩენ უპასუხისმგებლობას, არათანმიმდევრულობას, გუშინ ნათქვამს დღეს გადათქვამ, დაპირდები ხალხს, რომ წლის ბოლომდე რეჟიმს დაამთავრებ, ამას მოყვება რეაქცია სხვა ოპოზიციური პარტიებისგან, რომლებიც საღად ხედავენ რეალობას, მათ შორის არის „ევროპული საქართველო“, ეს ჩვენი ვალია, რომ საზოგადოებას ვუთხრათ რა მიგვაჩნია არასწორად და სანამ „ნაციონალური მოძრაობა“ ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიაა, მოუწევთ მის ლიდერებს ამასთან შეგუება“, - განაცხადა ბოკერიამ.

ცნობისთვის, ნიკა მელიამ განაცხადა: „გიგა ბოკერიამ თუ თქვა, რომ შიმშილობით მე რაღაც გავიხანგრძლივე, ის არის უსინდისო“.


წყარო: იმედინიუსი


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა