თეგებით ძიება

პრეზიდენტმა ვეტო უნდა დაადოს და მოტივირებული შენიშვნებით პარლამენტს უნდა დაუბრუნოს - ლომჯარია ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე

„პრეზიდენტმა ვეტო უნდა დაადოს და მოტივირებული შენიშვნებით პარლამენტს უნდა დაუბრუნოს,“ - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ სახელმწიფო ინსპექტორთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ეს ცვლილება, ბუნებრივია, უარყოფითად იმოქმედებს ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობაზე, წამების, არასათანადო მოპყრობის აკრძალვის მდგომარეობაზე. ეს არის ისეთი პროცესით მიღებული და იმდენად დაუსაბუთებელი, ადამიანის უფლებების სტანდარტის საწინააღმდეგო კანონპროექტი, რომ მას პრეზიდენტმა ვეტო უნდა დაადოს და თავისი მოტივირებული შენიშვნებით პარლამენტს უნდა დაუბრუნოს.

როგორც ვხედავთ მმართველი პარტია ძალიან ჩამოყალიბებულია იმ პოზიციაზე, რომ ამ გადაწყვეტილებას არ შეცვლის, სავარაუდოდ ისინი ამ ვეტოს გადალახავენ. მეორე გზაც არის, ეს არის საკონსტიტუციო სასამართლოში შემდგომ უკვე მიღებული კანონის გასაჩივრების“, - აცხადებს ნინო ლომჯარია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა