30 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ნახეთ, ვის ელის წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა.
ვერძი
30 დეკემბერს ვერძების ნაჩქარევმა გადაწყვეტილებებმა შეიძლება ბიზნესი კრახამდე მიიყვანოს. ასტროლოგი მათ ურჩევს, დღეს ბიუჯეტი გონივრულად დაგეგმონ. ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლებმა უნდა გაიუმჯობესონ ფინანსური ცოდნა და ეძებონ შემოსავლის ახალი წყაროები. ვერძმა უნდა გამოიტანოს სწორი დასკვნები და არ გაიმეოროს თავისი შეცდომები. ხელსაყრელი დღეა საყოფაცხოვრებო სამუშაოებისთვის, დეკორაციის შესაცვლელად ან ახალი სახლის საძიებლად.
კურო
კურო 30 დეკემბერს მნიშვნელოვან დოკუმენტებს გააფორმებს. გადაუდებელი საქმეები ზოდიაქოს ნიშნისგან გაუთვალისწინებელ ფინანსურ ხარჯებს მოითხოვს, მაღალი საქმიანი აქტივობა კი დღეს კარგ დივიდენდებს მოიტანს. უმჯობესია საღამო ოჯახთან და მეგობრებთან ერთად გაატაროთ – ეს ძალებისა და დახარჯული ენერგიის აღდგენაში დაგეხმარებათ. კუროს ზოდიაქოს ნიშანს ჯანმრთელობაზე ზრუნვა სჭირდება - წყლის პროცედურებს სამკურნალო ეფექტი ექნება.
ტყუპები
ტყუპები 30 დეკემბერს ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლას შეძლებენ. დღეს საკუთარ ინტუიციას უნდა ენდოთ, თუნდაც ის ექსტრავაგანტულ ქმედებებს მოითხოვდეს. ხოლო, პროფესიულ საქმიანობაში მხოლოდ აპრობირებული მეთოდები მოგიტანთ წარმატებას. უმჯობესია ოჯახში კონფლიქტური სიტუაციები მშვიდობიანად მოაგვაროთ. ეს დღე დადებით აზრებს და სანუკვარ სურვილების ასრულებას უნდა დაეთმოს.
კირჩხიბი
30 დეკემბერს კირჩხიბების ორგანიზაციულ თვისებებს დააფასებენ - მათ შეიძლება შესთავაზონ საპასუხისმგებლო და მაღალანაზღაურებადი თანამდებობა. ზოდიაქოს ნიშანმა უნდა გამოიჩინოს ეკონომიურობა და არ ჩადოს ფული საეჭვო პროექტებში. სასურველია საღამო ნათესავებთან გაატაროთ და გადაუდებელი პრობლემები ერთად განიხილოთ. ასტროლოგი კირჩხიბს ურჩევს, არ გადაიტვირთოს და დაისვენოს.
ლომი
ლომებს ამბიცია მიზნის მიღწევაში დაეხმარება. ასტროლოგი გირჩევთ, არ დაივიწყოთ ადამიანები, რომლებიც წარმატების მიღწევაში გეხმარებიან. ლომი, რომელიც შორდება აურზაურს, შეძლებს მიუკერძოებლად შეაფასოს თავისი პოზიცია და გამონახოს გზა, რომ შეცვალოს სიტუაცია თავის სასარგებლოდ. ლომებმა უნდა აკონტროლონ თავიანთი ჯანმრთელობა. ფიზიკურმა გადატვირთვამ და ნერვულმა დაძაბულობამ შეიძლება რაიმე დაავადება გაამძაფროს.
ქალწული
30 დეკემბერს ქალწულის პროფესიული საქმიანობა წარმატებით განვითარდება და სასურველ შედეგს გამოიღებს. ქალწული ყველა ეკონომიკურ საქმიანობაში ძალისხმევის გარეშე მიაღწევს წარმატებას. საყვარელ ადამიანებთან გაუგებრობამ შეიძლება კონფლიქტამდე მიგვიყვანოს, ამიტომ ქალწულებს მეტი სიფრთხილე მოეთხოვებათ. ასტროლოგები გირჩევენ დაკავდეთ შოპინგით, გემრიელი კერძების მომზადებით და სასიამოვნო ადამიანებთან კომუნიკაციით.
სასწორები
სასწორს 30 დეკემბერს დატვირთული დღე აქვს. დღეს მათ მოუწევთ აქტიური ბრძოლა და საკუთარი ინტერესების დაცვა. შესაძლოა პრობლემები შეგექმნათ პარტნიორთან ურთიერთობაში. ყველა წყენა და დაუმთავრებელი საქმე ერთად მოგეყრებათ. ასტროლოგები სასწორს ემოციების შეკავებას და სიტყვების გაკონტროლებას ურჩევენ. სუფთა ჰაერზე გასეირნება საშუალებას მოგცემთ დაისვენოთ, მშვიდად იფიქროთ მტკივნეულ პრობლემებზე და გააკეთოთ სწორი დასკვნები.
მორიელი
მორიელებისთვის 30 დეკემბერი ხელსაყრელია კარიერისთვის და ძველი საქმეების დასასრულებლად. მათი ყველა მცდელობა წარმატებული აღმოჩნდება. ასტროლოგები გირჩევენ, მეტი ყურადღება გამოიჩინოთ ოჯახის მიმართ, მაგრამ ამავე დროს დაიცვათ საკუთარი პრინციპები და არ შეასრულოთ ოჯახის წევრების ყველა ახირება.
მშვილდოსანი
30 დეკემბერს, მშვილდოსანს შეცდომების გამოსწორება და მიზნების მიღწევა სიმშვიდის მოპოვებაში დაეხმარება. ხელსაყრელი დღეა საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად, რემონტის გასაკეთებლად ან ინტერიერის განახლებისთვის. ზოგადად დღე ემოციურად არასტაბილურია, რაც ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც აისახება.
თხის რქა
თხის რქებს 30 დეკემბერს კარგი დღე ექნებათ, თუმცა თავს გამოიჩენს გარკვეული სირთულეებიც. თხის რქა არაერთ საინტერესო წინადადებას მიიღებს, რის გამოც დღის განმავლობაში გეგმები შეიძლება მოულოდნელად შეეცვალოს. ასტროლოგები თხის რქებს ურჩევენ ნათესავებთან და მეგობრებთან ურთიერთობას უკიდურესად ფრთხილად მოეკიდონ - სავარაუდოა კონფლიქტი. დრო უნდა დაუთმოთ ჯანმრთელობას, დროებით გადადოთ ყველა საქმე და დაისვენოთ.
მერწყული
30 დეკემბერს მერწყულს წარმატების მისაღწევად კრეატიულობა დასჭირდება. ამ დღეს წარმოქმნილი პრობლემები გაცილებით ეფექტურად და მარტივად მოგვარდება. მერწყულს დასვენება და ზომიერად დატვირთვა სჭირდება, რათა ენერგეტიკული პოტენციალი აღიდგინოს.
თევზები
30 დეკემბერი თევზებისთვის წარმატებული დღე იქნება, თუმცა ეს მხოლოდ მათ ეხებათ, ვინც გეგმების რეალიზაციისთვის ყველანაირი შესაძლებლობის გამოყენებისთვის მზად არიან. ასტროლოგები გირჩევენ დიდი თანხის დახარჯვისგან თავი შეიკავოთ. მაქსიმალურად ეცადეთ, დაუთმოთ დრო საკუთარ თავს.