5 ფერი, რომელიც ახალი წლის ღამეს უნდა ჩაიცვათ: თუ იღბლიანი დასაწყისი გსურთ
იღბლის მოზიდვის საუკეთესო გზა, შესაბამისი ფერის არჩევაა. მეცნიერულად დადასტურებულია, რომ გარკვეული ფერების ტარება მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ადამიანების განწყობას. ფერები 2022 წლისთვის. ინფორმაციას trend.ge ავრცელებს.
1. ლურჯი
ადამიანებმა, რომლებსაც სურთ, რომ ახალი წელი მშვიდობიანი იყოს, სახლში ლურჯი სანთლები უნდა აანთონ. მიიჩნევა, რომ ლურჯი ფერი, ბედნიერებას წარმოადგენს. თუ ჯანმრთელობას და სიმშვიდეს ეძებთ, თამამად შეგიძლიათ ამ ფერის ტანსაცმელი მოირგოთ. უბრალოდ დაფიქრდით, რომელია თქვენი ფავორიტი ლურჯი ელფერი.
2. მწვანე
მწვანე ფერის ტარება იღბალთან არის დაკავშირებული. ის ბუნების, სიმშვიდისა და ზრდის სიმბოლოა. მწვანე აძლიერებს ჯანმრთელობას, ამშვიდებს ნერვულ სისტემას და რაც მთავარია, მაგნიტივით იზიდავს იღბალს!
3. ვარდისფერი
ხოლო თუ გსურთ სასიყვარულო ცხოვრება ცოტათი იღბლიანი გახადოთ, მაშინ ვარდისფერი თქვენი ფერია. მიიჩნევა, რომ ეს ფერი ზრდის წყვილს შორის სასიყვარულო კავშირს, აუმჯობესებს ინტიმურ ურთიერთობას და რაც მთავარია, აძლიერებს რომანტიკულ ემოციებს.
4. წითელი
წითელი ფერი ყოველთვის სიყვარულის სიმბოლოა. თუ თქვენ ეძებთ სიყვარულს და ვნებას, მაშინ წითელი ფერი თქვენთვისაა. ეს არა მხოლოდ პირად ურთიერთობებს ეხება, არამედ კარიერასაც. იმ ადამიანებმა, რომლებიც კარიერულ წარმატებაზე ოცნებობენ, აუცილებლად უნდა აირჩიონ წითელი.
5. ოქროსფერი
ყველამ ვიცით, რომ ოქროსფერი სიმდიდრის სიმბოლოა, მაგრამ სიმდიდრე ყოველთვის არ არის ფული. ეს შეიძლება იყოს გამოცდილება, ცოდნა, სიყვარული და ა.შ. ამიტომ, ამ ყველაფრის მისაღებად, ახალ წელს აუცილებლად ჩაიცვათ ოქროსფერი სამოსი.